კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კოლაგში დარღვევები დააფიქსირა

1 ოქტომბერი, 2012

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, სადაც 30 სექტემბერს 10 თვის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა, N28 საარჩევნო უბანზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა საარჩევნო უბნის მოწყობასთან დაკავშირებით დარღვევები დააფიქსირა.

დამკვირვებლის ინფორმაციით, უბანზე კომისიის წევრების 4 მაგიდაა განთავსებული და მათ შორის მანძილი სულ რაღაც 15 სმ-ია, რაც დარღვევაა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით მაგიდებს შორის თავისუფალი სივრცე უნდა არსებობდეს, რათა დამკვირვებლებმა ახლოს მისვლა და რეგისტრაციის პროცესის დაკვირვება შეძლონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა და კოლაგის N28 უბანზე  მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბეჟან ჩიტაძემ კომისიის თავმჯდომარეს მაგიდებს შორის მანძილის გაზრდა მოთხოვეს, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს.

უბნის გახსნამდე კომისიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი იტყობინება, საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ნაფეხვრიშვილმა კომისიის წევრ ლალი ნალიყაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა გადასატანი ყუთის კენჭისყრაში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ „მთელი დღის განმავლობაში უბანზე უფუნქციოდ დარჩებოდა“.

არჩევნების საკითხებში ექსპერტის ნინა ხატისკაცის განმარტებით, საარჩევნო კოდექსით, საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი კომისიის რომელი წევრი უფუნქციოდ დატოვოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები