კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდება ცესკოს შენობის უკან?!

1 ოქტომბერი, 2012

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს ცესკოს შენობის უკან არსებულ გზასა და შენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს , - ამის შესახებ ზურაბ ხარატიშვილმა გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გზის და შენობის შესახებ პირველად ინფორმაცია სწორედ ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებისგან და „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გაიგო.

ხარატიშვილის განმარტებით, ის, რაც ცესკოს ტერიტორიაზეა, სრულ წესრიგშია, ხოლო რა ხდება მიმდებარედ, ეს მან არ იცის.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისასვლელ ახალ გზას მიაგნო და ამ ფაქტის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით კოალიციის ლიდერები დავით საგანელიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური და ზურაბ ტყემალაძე 30 სექტემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ. მათ ცესკოს შენობის უკანა მხარეს ჟურნალისტები მიიყვანეს.

საგანელიძის ინფორმაციით, ცესკოს შენობის უკანა მხარეს, ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის ეზოდან გაიჭრა ბეტონის ღობე და იქ არსებული ძველი შენობა, რომელიც სავარაუდოდ, მერიის ბალანსზეა, ამ დროისთვის სუფთავდება და ამ გზიდან შემდეგ არის შესასვლელი სიების დაზუსტების კომისიის მხარეს, საიდანაც, საგანელიძის ინფორმაციით, ოთახებით შესაძლებელია ცესკოს შენობაში გადასვლა.

როგორც საგანელიძე აცხადებს, არსებობს ორი ვერსია, თუ რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება. „ეს ხელისუფლება ბევრ სისაძაგლეს აპირებს. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი. დაწყებული ყუთების შეცვლით, როდესაც წინასწარ ჰქონდათ ჩაყრილი ბიულეტენები და ცვლიდნენ ყუთებს. არ არის გამორიცხული, ახლაც იგივეს გეგმავდნენ. ამ მხრიდან ამას ვერავინ დაინახავს, ცენტრალურ შესასვლელთან კი ასეთ რამეს ვერ განახორციელებენ“, - აღნიშნა საგანელიძემ. მისივე თქმით, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ამ მიტოვებულ შენობაში შესაძლოა, სპეცრაზმი განათავსონ.

ზვიად ძიძიგურის თქმით კი, კოალიციის წარმომადგენლები ხვალ ამ ტერიტორიას მეთვალყურეობას გაუწევენ, რათა არ მოხდეს გაყალბების ხელშეწყობა. „მეთვალყურეობა დაწესდება! ჩვენ ყველაფერზე მოგვდის ინფორმაცია. როგორც საცერში წყალი, ისე გამოდის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან ინფორმაცია. ეს ინფორმაციაც სწორედ მათი შტაბიდან გაგვაგებინეს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამ დროისთვის ცესკოს უკან მდებარე მიტოვებულ შენობას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ, თუმცა, მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ არიან მერიიდან და დალაგება ერთი დღეა რაც დაიწყეს.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები