კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიდუმლო სპეციალური სიები საარჩევნო უბნებზე

1 ოქტომბერი, 2012

გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის #58 საარჩევნო უბანზე, რომელიც გახსნილია საშუალო სკოლის შენობაში, ნაკადის მომწესრიგებელი იდგა არა ოთახის შესასვლელში, არამედ დერეფანში. მან ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს განუცხადა, რომ არ იცოდა, სად უნდა დამდგარიყო. ამ დროს ოთახის შესასვლელში იდგა ზედახორა და ამომრჩევალთა ნაწილი მარკირების გარეშე შედიოდა უბანში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკადის მომწესრიგებელთან დერეფანშივე, გვერდით, იყო პატარა ადგილი გამოყოფილი, სადაც ეყარა საბუთები. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეისწავლა ეს საბუთები და აღმოჩნდა, რომ ეს იყო  მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო ბაზა.

„ასეთი დოკუმენტები, პირადობის მოწმობის მონაცემებით (ფოტოსურათის გამოკლებით) ხელთ შეიძლება ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საარჩევნო უბანზე ამ საბუთების ადგილი არ არის. გაურკვეველია, რისთვის სჭირდებათ ასეთი მონაცემები. შესაძლოა, ეს სჭირდებოდეთ კარუსელებისთვის“, - იტყობინება ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ნესტან ლონდარიძე ყარაჯალადან.

მისი თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანული მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, ჭირს შედგენილი საჩივრების დარეგისტრირება და მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა ჩარევის შემდეგ ხერხდება მათი დარეგისტრირება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიები აღმოჩნდა პანკისის ხეობაშიც, საიდანაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი  გვატყობინებს, რომ დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთ წევრს და ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, შალვა ცათიაშვილს ეკავათ მსგავსი სიები.

„მე შევძელი და 22 ცალი ასეთი დოკუმენტი წამოვიღე და მივიტანე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ამჟამად ვწერ საჩივარს და თან ვურთავ ამ სიებს. სიები  ამობეჭდილია 15 სექტემბერს შსს-ს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან. სიაში სავარაუდოდ არიან პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები მოქალაქეები.  რატომ ჰქონდა ეს დოკუმენტები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, გაუგებარია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და მოქალაქეთა ასეთ პირად მონაცემებზე ხელი მხოლოდ გამომძიებლებს მიუწვდებათ“, - აცხადებს გელა მთივლიშვილი.

Humanrights.ge

ახალი ამბები