კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს სართიჭალაში, #49 საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ

1 ოქტომბერი, 2012

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე, სართიჭალაში, გაურკვეველი სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომელთა ნაწილი თავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უწოდებს, დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს, ნინო ღვედაშვილს.

თავის მხრივ, ნინო ღვედაშვილი ცდილობდა, შეედგინა საჩივარი უბანზე დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე, რისი საშუალებაც აღნიშნულმა მოქალაქეებმა მას არ მისცეს. ამავე დროს, ისინი უბანზე ღიად ეწევიან აგიტაციას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და შენიშვნაზე აგრესიულად რეაგირებენ. ნინო ღვედაშვილი ვარაუდობს, რომ ეს მოქალაქეები შესაძლოა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ.

ნინო ღვედაშვილი რამდენჯერმე დაუკავშირდა ცესკოს ცხელ ხაზს და მოითხოვა რეაგირება, მაგრამ ცესკოს მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. დამატებით ცესკოს ცხელ ხაზზე ასევე  დავრეკეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის სათაო ოფისიდან, სადაც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ რეაგირებას.

დღის ბოლოს ნინო ღვედაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა საოლქო-საარჩევნო კომისიას.

Humanrights.ge

ახალი ამბები