კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები სანთლის შუქზე

1 ოქტომბერი, 2012

ქუთაისის 69-საარჩევნო უბანზე არჩევნები სანთლის შუქზე მიმდინარეობს. ელექტროენერგია 12სთ. 35წთ-ზე გაითიშა და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ წუთებშიც სანთლით განათებულ კაბინაში უწევს.

„ბუნებრივია, შევწუხდით და შუქის გამორთვის პირველივე წუთებში ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დავუკავშირდით. ჯერ გვითხრეს, რომ 10 წუთში ჩაირთვებოდა. მერე კი, მოგვიანებით, გვიპასუხეს, აფეთქებაა და არ იციან, როდის იქნებაო. თუ ერთ საათში არ ჩაირთო, საოლქოს გავაგებინებთ და ალბათ, შესაბამისი აღჭურვილობით მოგვამარაგებენ. საღამოსკენ, როდესაც დაღამდება, არ შეიძლება ხმის დათვლის პროცესი სანთლის შუქზე წარიმართოს“, - აცხადებს ქუთაისის 69-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ფხაკაძე humanrights.ge-სთან საუბარში.

უშუქობას აპროტესტებენ ამომრჩევლებიც.

„რა ხდება, ხალხო?! შეიძლება 21 საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, არჩევნები მსგავს გარემოში ტარდებოდეს? ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ ხდებოდა, როცა ელექტროენერგია კვირაობით იყო გათიშული. ახლა კი, ქალაქში, რომელსაც ხელისუფლებამ საპარლამენტო დედაქალაქი უწოდა,ხმას სანთლის შუქზე ვაძლევთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა უკმაყოფილო ამომრჩეველმა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები