კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 30-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

2 ოქტომბერი, 2012

კახეთში, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საარჩევნო უბნებზე 30-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. ყველაზე სკანდალური დარღვევა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში N5 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რის გამოც ორგანიზაციის (HRIDC) დამკვირვებელმა გელა მთივლიშვილმა კენჭისყრის ჩაშლა მოითხოვა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ საოლქო-საარჩევნო ამ ფაქტზე კომისიაში საჩივარი შეიტანა, რომელსაც თან დაურთო კენჭისყრის შენობაში აღმოჩენილი, შს სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული 22 დოკუმენტი, სადაც ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაცია იყო მოცემული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა კახეთში, ყვარლის N15 საარჩევნო უბანზე „მკვდარი სულებიც“ აღმოაჩინეს. კაბალის N18 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი აზერბაიჯანულ ენაზე „ბეშ-ბეშს“ ( რაც ქართულად ხუთს ნიშნავს) გაიძახოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აგიტაციას ეწეოდა.

ველისციხეში რძალმა არჩევნებში მონაწილეობა დედამთილის ნაცვლადაც მიიღო, კახეთის რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანში სივიწროვის გამო დაკვირვება ვერ განახორციელეს ან უბნები არ იყო პროცედურების დაცვით მოწყობილი.

წინასწარი მონაცემებით საპარლამანეტო არჩევნებში კახეთიდან ამომრჩევლის დაახლოებით 52%-მა მიიღო მონაწილეობა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები