კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების ცემაში მხილებული რუსთავის მე-16 საპყრობილის მაღალჩინოსნები მოხსნეს

3 ოქტომბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 28 სექტემბერს რუსთავის მე-16 საპყრობილის პატიმართა კოლექტიური წერილი გამოაქვეყნა. პატიმრები ასახელებდნენ ციხის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების გვარებს, ვინც მათ ფიზიკურად უსწორდებოდათ.

„მოგეხსენებათ, რომ წლების მანძილზე, რაც გაიხსნა მე-16 სასჯელარსრულების დაწესებულების ახალი ზონა, ჩვენს უფლებებს რეგულარულად არღვევენ. გვცემენ და გვავიწროებენ დირექტორის მოადგილე დავით მუმლაძე, უსაფრთოხების უფროსი, ილო ლუტიძე, რეჟიმის ოფიცერი, გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ ყორშია“, - წერდნენ კოლექტიურ წერილში პატიმრები.

არაოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის უკვე გათავისუფლებულია  თანამდებობიდან რუსთავის მე-16 საპყრობილის დირექტორის მოადგილე, დავით მუმლაძე და  უსაფრთხების უფროსი, ილო ლუტიძე.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. მათ გენერალურ ინსპექციაში გადაგვამისამართეს. ამ უკანასკნელმა კი სასჯელაღსრულების დეპარტამებტთან დაკავშირება გვირჩია. დეპარტამენტმა კი ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა ითხოვა. „ჩვენ არ გვაქვს აღნიშნული ინფორმაცია. მოგვმართეთ წერილობით, გავარკვევთ და მოგწერთ“, - გვპასუხობდნენ სატელეფონო საუბარში.

Humanrights.ge  არჩევნების დღეს მე-16 საპყრობილის შიდატერიტორიაზე იმყოფებოდა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. მათ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ ციხის უფროსის მოადგილე, დავით მუმლაძე და უსაფრთხოების უფროსი ილო ლუტიძე გათავისუფლებული არიან. დამატებით ინფორმაცია გადავამოწმეთ მე-16 საპყრობილის საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებთან. მათ მუმლაძის და ლუტიძის გათავისუფლება დაგვიდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, სატელევიზიო გამოსვლისას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მთავრობას, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლამდე უზრუნველყოს საპყრობილეებიდან ყველა იმ თანამშრომლის გათავისუფლება, ვინც პატიმართა ცემაშია  მხილებული.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლიდან

ახალი ამბები