კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუბლაშვილმა და ჩაფიძემ ერთმანეთს დეპუტატობა მიულოცეს

4 ოქტომბერი, 2012

2012 წლის მოწვევის პარლამენტში ტყიბულის მცხოვრებთა ინტერესებს ელისო ჩაფიძე დაიცავს. მან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პავლე კუბლაშვილი 1050 ხმის უპირატესობით დაამარცხა.

საინტერესოა, რომ საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტყიბულში გამარჯვება იზეიმა. 2 ოქტომბერს ღამით, 1 საათზე, როცა საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ სამი უბნის შედეგები იყო დაფიქსირებული, პავლე კუბლაშვილი ელისო ჩაფიძეს მხოლოდ სამი ხმით უსწრებდა. ნაადრევი ზეიმის მიზეზი სწორედ ეს სამი ხმა აღმოჩნდა.

2 ოქტომბერს დილიდან კოალიციის წევრები და თავად ელისო ჩაფიძე საოლქო საარჩევნო კომისიაში საკუთარ ხმებს იცავდნენ. საღამოს გაირკვა, რომ გამარჯვებული ელისო ჩაფიძეა.

„17:00 საათზე პავლე კუბლაშვილმა დამირეკა და ტყიბულის მაჟორიტარობა მომილოცა. მეც მივულოცე მას პროპორციული სიით პარლამენტის კიდევ ერთხელ დეპუტატობა. ჩვენ არჩევნებზე ბევრი დარღვევა დავაფიქსირეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთ უთანასწორო ბრძოლაშიც კი შესაძლებელი ყოფილა გამარჯვება. მინდა, ყველა ტყიბულის მცხოვრებს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ტყიბულის 37 საარჩევნო უბანზე 156 აქტივისტის განაცხადი ჰქონდა დაწერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ ცესკომ არც ერთი წარდგენილი განაცხადი არ დაუკმაყოფილა.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები