კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტაშკენტის შესახვევის #7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ

4 ოქტომბერი, 2012

3 ოქტომბერს ტაშკენტის შესახვევის #7 მდებარე საცხოვრებელ ბინაში დევნილები შეიჭრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება , მათ კარები აქვთ ჩაკეტილი და არავის აძლევენ იქ შესვლის საშუალებას. როგორც ობიექტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით თავართქილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შენობაში იმყოფება დაცვის ერთი წევრიც, რომელსაც დევნილები გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დევნილები აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდნენ. როგორც დაცვის წევრები აცხადებენ, იქ დაახლოებით 50-მდე დევნილი იმყოფება.

„ინტერპრესნიუსი“ შენობასთან მყოფ დევნილებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, ბინაში იმიტომ შევიდნენ, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის დევნილებს, განსახლების სამინისიტროს სწორედ დევნილებისთვის აქვს გამოყოფილი, თუმცა იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„20 წელია, ჩვენ ნაქირავებში ვზრდით ბავშვებს, ამ დროს კი ეს ტერიტორია ცარიელია და იქ არავინ არ ცხოვრობს, თუმცა ჩვენთვის არის განკუთვნილი. მოვითხოვთ, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი, თუ რატომ არ ცხოვრობენ აქ დევნილები, ჩვენ აქედან გამოსვლას არ ვაპირებთ მანამდე, სანამ გაირკვევა ყველაფერი. ეს ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ“, - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი ქალბატონი.

შენობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც. მათი თქმით, ისინი 2010 წლის იანვარში გამოასახლეს ამ საცხოვრებელი ბინიდან სრულიად უმიზეზოდ.

„გამოგვასახლეს 2010 წლის იანვარში. აქ ვინც ვცხოვრობდით, ამ კორპუსში ჩაწერილები ვართ, საჯარო რეესტრშიც არის მითითებული რომ ჩვენ ამ საცხოვრებელ ბინებში ვართ ჩაწერილები. ჩვენ არ დავუშვებთ რომ იქ სხვა ადამიანები შევიდნენ, რადგან საქმე კიდევ სასამართლოშია და ბოლომდე ვცდილობთ, მოვიპოვოთ ჩვენი სიმართლე და დავამატკიცოთ, რომ ეს საცხოვრებელი ბინა არის ჩვენთვის გამოყოფილი და აქ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ“, - აცხადებენ გარეთ მყოფი დევნილები.

დევნილები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დარეკეს, თუმცა ამ დრომდე არავინ მისულა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები