კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველობა“ ცესკოს ვებ-გვერდზე ყალბი შემაჯამებელი ოქმის არსებობას ადასტურებს

4 ოქტომბერი, 2012

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები არ ემთხვევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ უშუალოდ უბანზე მოპოვებული ოქმის ასლს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელთ არსებული ოქმის ასლი დამოწმებულია კომისიის ბეჭდითა და კომისიის მდივნის ხელმოწერით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში ასევე არ ფიქსირდება ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერები.

 ჩვენს ხელთ არსებული ოქმის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს 207 ხმა, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების” კანდიდატ გელა გელაშვილს - 377 ხმა. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით კი ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს 436, ხოლო გელა გელაშვილს 146 ხმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს საიტზე განთავსებული ოფიციალური შედეგების თანახმად ბეჟაშვილმა მოიგო მაჟორიტარული არჩევნები 10124 ხმით 9811 წინააღმდეგ.  საუბნო კომისიის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" გადმოცემული შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით ოლქის შედეგები იცვლება და გელაშვილი 10042 ხმით 9895-ის წინააღმდეგ ასწრებს ბეჟაშვილს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ჯერ კიდევ უშუალოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტა და შედეგების გაბათილება. საარჩევნო უბანზე ბეჭდები თავიდანვე არასწორად განაწილდა. რეგისტრატორისა და კომისიის თავმჯდომარის ბეჭდები ერთმანეთში აირია და შესაბამისად შეცდომით იყენებდნენ. გარდა ამისა, ბეჭდის ნაკვეთური (რომელიც ბეჭედს უბნის გახსნისას უკეთდება და რომლის ასლიც სარეგისტრაციო ჟურნალში აისახება) დღის მეორე ნახევარში იმ მიზეზით, რომ ის პატარა ზომისა იყო, მოხდა მისი გადიდება, რის გამოც ბეჭდის ასლი აღარ შეესაბამებოდა სარეგისტრაციო ჟურნალში ასახულ ასლს. სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს.

http://transparency.ge 

ორიგინალი და ოქმები

ახალი ამბები