კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბესო სურმავა ოჯახში დაბრუნდა

4 ოქტომბერი, 2012

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა ოჯახში დაბრუნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეუღლე მაკა ლობჟანიძემ განუცხადა და აქვე განმარტა, რომ სურმავა სახლში წუხელ ღამით მივიდა.

„ჩვენთან მხოლოდ ორი საათი გაჩერდა, შემდეგ კი, გადავწყვიტეთ, რომ დაისვენოს და სხვაგან გავუშვით. აბსოლუტურად არაფერზე ლაპარაკობს და ვფიქრობ რაიმე კითხვის დასმას ახლა აზრიც არ აქვს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ბესოს დაღლილი და ნაწამები სახე აქვს“, - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ.

მისივე განმარტებით, „დეტალებში არ უსაუბრიათ, თუმცა დასვენების შემდეგ ბესო სურმავა, ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან მისვლასაც გადაწყვეტს“.

ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას ადგილსამყოფელი 7 დღე იყო დაუდგენელი. ის არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაუჩინარდა. მალევე სოციალური ქსელის მეშვეობით მისი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრების მოსმენებს და მათი ჩანაწერების გაკეთებას ავალებდა. სურმავას სახელით youtube.com-ზე რამდენიმე საუბრის ჩანაწერიც განთავსდა, რომელშიც კოალიციის წევრები ერთმანეთს და უშუალოდ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები