კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ციხის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება გააპროტესტა

4 ოქტომბერი, 2012

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსო¬ნალური მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან, ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე“.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთ¬ვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

წერილში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რომ აღნიშნული ინფორმაცია დაწესებულების ადმინისტრაციის, ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაჯაროებული არ ყოფილა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, წარმოადგენს დასჯად ქმედებას. იმედს ვიტოვებთ, რომ  საგამოძიებო ორგანოები ყურადღე¬ბით მოეკიდებიან აღნიშნულ ფაქტს და განახორციელებენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებმაც აღნიშნუ¬ლი ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე მოხელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის საგამოძიებო ორ¬განოებს და არ დაუშვან პირადი კომუნიკაცია ხსენებულ პირებთან ანდა მათი ოჯახის წევრებთან სამსახურებ¬რივ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე ზემოქმედების ან დასჯის მიზნით.

საზოგადოებას აქვე განვუმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფ¬ლების წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუა¬ლებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაულია“, - მითითებულია სამინისტროს განცხადებაში.

Media.ge

ახალი ამბები