კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება სტრასბურგის სასამართლოს ექსკლუზიური პრეროგატივა გახდა

5 ოქტომბერი, 2012

დაკავებული პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსკლუზიური პრეროგატივა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში დღეს გავრცელდა.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც პოლიტპატიმრობის, როგორც კონცეფციის გადახალისება მოხდება. ახალი რეზოლუციის მიხედვით, პირი, რომელსაც სამართლებრივი სანქციის შედეგად მიესაჯა დაპატიმრება, ჩაითვლება პოლიტპატიმრად, თუ:

ა) თუ პირის დაკავება მოხდა ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციითა და თანმხლები ოქმებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით. კერძოდ, თუ ადგილი აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების, შეკრებისა და გაერთიანების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

ბ) თუ პირის დაკავება მოხდა უშუალოდ პოლიტიკური მიზეზით, მის მიერ აქტუალური დანაშაულის ჩადენის გარეშე

გ) თუ პოლიტიკური მოტივები, სასჯელის ვადა ან პირობები აშკარა შეუსაბამობაში მოდიან პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან ან დანაშაულთან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია

დ) თუ პოლიტიკური მოტივების გამო, მის დაკავებას აქვს დისკრიმინირებადი ხასიათი სხვა ანალოგიური მიზეზით დაკავებულ პირებთან შედარებით

გ) თუ დაკავება გამოწვეულია სასამართლო პროცესის აშკარა უსამართლობით და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.

ასამბლეამ, ასევე, აღნიშნა, რომ პირები, რომელიც დაკავებულნი არიან ტერორისტულ დანაშაულში მონაწილეობის გამო, არ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები