კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა

5 ოქტომბერი, 2012

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო.Gგამარჯვების  აღსანიშნავად ეკა ბესელიამ 2 ოქტომბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა მათ თანადგომისთვის. მანამდე კი კოალიცია „ქართული ოცნების“საარჩევნო შტაბში არჩევნების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე ბესელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ახალი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც დანაშაული არა აქვს ჩადენილი. მან განაცხადა, რომ ფოთელებისთვის მიცემულ ყველა დაპირებას შეასრულებს.

ბესელიას თქმით, არჩევნებში გამარჯვება ყველამ მიულოცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გარდა. ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზეც იყო საუბარი.

საპარლამენტო არჩევნები ფოთში, როგორც მთელ საქართველოში, პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. ნაკლები ბიულეტენები შეიტანეს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. დილიდანვე მობილიზებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და აგიტაციას და ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე.

`ქართული ოცნების“ რამდენიმე მხარდამჭერმა, საარჩევნო სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მე-8 საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა მანანა დანელიამ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად, ვიღაცამ ხმა უკვე მისცა. იქვე იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომელმაც საერთაშორისო დამკვირვებლების ადგილზე მისვლა და არსებული დარღვევის დაფიქსირება მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავა ადგილზე იმყოფებოდა, მან აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა და აღნიშნული ტექნიკური სახის დარღვევით ახსნა.

მე–18 საარჩევნო უბანზე 4 საათის განმავლობაში არ მიმდინარეობდა მარკირების შემოწმება, რის გამოც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უბნის ბათილად ცნობას ითხოვდა. ეს მოთხოვნა უბნის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც საიამ ფოთის 70–ე საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა, სადაც საარჩევნო კოდექსის 64–ე მუხლის თანახმად, უბნის ბათილად ცნობას და შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები