კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თერჯოლაში ამომრჩეველი ხმების დასაცავად იბრძვის

5 ოქტომბერი, 2012

მარი ტაბიძე, თერჯოლა

2-3 ოქტომბერს თერჯოლის #49 საოლქო საარცევნო კომისიის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოგსაძის ხმების დასაცავად აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგებს აპროტესტებდნენ და რამდენიმე უბნის შედეგების გახსნას, ასევე - სპეციალური საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ.

თერჯოლის N49-ე საარჩევნო ოლქის N34-ე ნახშირღელის სპეციალურ უბანზე სიმონეთის მე-3 ქვეითი ბრიგადის სასროლეთია განლაგებული. სამხედროებს მაჟორიტარის არჩევის უფლება არ ჰქონდათ, რადგან 17 ამომრჩევლის გარდა, არც ერთი თერჯოლის მკვიდრი არ ყოფილა. 

 „ჩვენ  მოვითხოვთ გაუქმდეს N34-ე სპეციალური საარჩევნო უბანი, სადაც მაჟორტარული სიით ხმის მიცემა არაკანონიერად მოხდა. „ქართული ოცნების“ მიერ 29 სექტემბერს შეტანილი განცხადება საოლქო- საარჩევნო კომისიამ არჩევნების  მეორე დღეს განიხილა. კერძოდ,  განცხადება ეხებოდა სამხედრო სპეციალურ უბანზე არსებულ სიაში მყოფ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სიაში, 897 სამხედროდან, მხოლოდ 17 სამხედრო იყო თერჯოლის მკვიდრი. კომისიამ კი არ დააკმაყოფილა განცხადებაში აღნიშნული საკითხი და ყველა სამხედრომ ხმა მაჟორიტარსაც მისცა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხონის სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცების გადაანაწილეს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შეიძლებოდა წაეგოთ. ხონის ნაწილიდან 1 500 ჯარისკაცი გადაიყვანეს.

ხონის #55-ე ოლქის #30 სპეციალურ უბანზე, სადაც საჯარისო ნაწილში მყოფი პირები მონაწილეობდნენ მხოლოდ 159 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ბაზაზე, რომელიც თითქმის 2 000 სამხედროზეა გათვლილი, არჩევნების დღეს მხოლოდ 159 ამომრჩეველი იყო.

„ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ გოგსაძის განცხადებით, სამხედროთა დისლოკაციის ადგილი თერჯოლის რაიონში არ არსებობდა და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „გაჩნდა“.

3 ოქტომბერს ხმების დასაცავად აქციას თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ზესტაფონის, ქუთაისის და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და უკვე გამარჯვებული მაჯორიტარები შეუერთდნენ. გუბაზ ასნიკიძემ აქციაზე განაცხადა, რომ „საოლქოსთან აქციებს აზრი აღარ აქვს, რადგან ბრძოლა უკვე სხვა ინსტანციაში უნდა გადავიდეს და ეს ინსტანცია სასამართლო იქნება“.

„ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შესაძლო პროვოკაციებისგან თავის არიდება ურჩია. ოდნავ მოგვიანებით კი საოლქო საარჩევნო კომისიიდან უმისამართო და უავტორო წერილი გადმოაგდეს შემდეგი შინაარსით: „ზემოდან ზეწოლაა, გარეთ არ გაგვიშვათ“.

აქციის პარალელურად თერჯოლაში ზესტაფონის პოლიციის თანამშრომლების მობილიზება ხდებოდა. ქალაქის ცენტრში საღამოს 7 საათისთვის სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. 4 ოქტომბერს კი თერჯოლის #49-ე საოლქო კომისიასთან „ქართული ოცნების“ აქცია შეწყდა. თუმცა როგორც კოალიციის აქტივისტები აცხადებენ, ხმებს სასამართლოს ძალით დაიბრუნებენ.

ახალი ამბები