კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოცნების“ 13 აქტივისტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა

5 ოქტომბერი, 2012

დიმიტრი სამხარაძე ერთ-ერთი მათგანია „ქართული ოცნების“ იმ 6 აქტივისტს შორის, რომელიც არჩევნების დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს. 3 ოქტომბერს კი მოსამართლე ვერა დოლიძემ, რომლის ვერდიქტითაც 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები ბათუმში დღემდე იხდიან სასჯელს, სამხარაძეს სანქცია მოუხსნა.

სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

3 ოქტომბერს მოსამართლე ვერა დოლიძემ ის დაკისრებული სანქციისგან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ამავე მუხლით დაპატიმრებული თეიმურაზ ჭიპაშვილი, ალიკა კოზუა, გიზო ცაცუა გაათავისუფლა დარბაზიდან.
 
ასევე 3 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ქართული ოცნების“ 13 დაკავებული აქტივისტის საქმე, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. თუმცა, 3 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილებით, ისინი გაათავისუფლეს.
 
გიორგი მესხია, მამუკა ახალაია, გივი მუქერია, ლაშა კვარაცხელია, გოდერძი შონია, რომან გეგუჩაძე, მალხაზ კუპრაძე, რევაზ კოზუა, გრიგოლ დალაქიშვილი - ყველა მათგანი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

პოლიციამ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ისინი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრა.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები