კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი

5 ოქტომბერი, 2012

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელს, სალომე ზენაიშვილს, რომელსაც სახელშეკრულებო ვადა 30 სექტემბერს უთავდებოდა, ნაციონალურმა მოძრაობამ საოლქო საარჩევნო კომისიაში უჩივლა.

პატიმართა წამების შესახებ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, ლანჩხუთში პერმამენტული აქციები დაიწყო. აქციები იმართებოდა პირველი საჯარო სკოლის, პოლიცისაა და ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობაა განთავსებული. გამგეობის წინ გამართული აქციის დროს სალომე ზენაიშვილი ქვემოთ ჩავიდა და აქციაზე დადგა.

სალომე ზენაიშვილი: „ჩავედი იმიტომ, რომ ვგმობ ძალადობას და არ მომწონს, რაც ხდება. გავაპროტესტე ადამიანთა წამება. ეს აქცია არც ერთ პარტიის არ მოუწყვია. მასში საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ. წავედი წყალწმინდაზეც და იქაც დავესწარი მსგავს აქციას. მეორე დღეს კი გავიგე, რომ საჩივარია შესული.

ზენაიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „უმრავლესობის“ თავმჯდომარე, დავით ჩხაიძემ შეიტანა.

საინტერესოა, რომ ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციაზე თავისი სამუშაო კაბინეტიდან საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ წილოსანიც ჩავიდა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

Humanrights.ge დავით ჩხაიძეს დაუკავშირდა. „სალომე ზენაიშვილი ყველამ დაინახა აქციაზე. ის საჯარო მოხელეა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ უნდა იყოს“,  - გვითხრა მან. ჩვენ დავინტერესდით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ რაღატომ არ დაიწერა საჩივარი. ამ კითხვაზე ჩხაიძემ გვიპასუხა: „არ ვიცი, არ ვაკეთებ კომენტარს“.

საოლქო საარჩევნო კომისიამ სალომე ზენაიშვილის წინააღმდეგ საქმე ოზურგეთის სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე შალვა ნუცუბიძემ კი გადაწყვეტილება სალომე ზენაიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა, რადგან ის ვადიანი ხელშეკრულებით მუშაობდა და ხელშეკრულების ვადა 30 სექტემბერს გასდიოდა.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები