კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკანდალი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველო ფულს უხდიდა?!

8 ოქტომბერი, 2012

ნათია დოლიძე,"კვირის პალიტრა"

შევედური პრესა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კალ ბილდტისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობით ინტერესდება. სტატიები ამის თაობაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი. შვედეთის წამყვანი და ავტორიტეტული გაზეთი „აფტონბლადეტი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „კარლ ბილდტმა საქართველო თავისი პიარკომპანიის კლიენტად აქცია“.

სტატიაში არის მინიშნება, რომ კარლ ბილდტის საქართველოს ხელისუფლებისადმი უპირობოდ გამოცხადებული მხარდაჭერა, შესაძლოა, არცთუ უანგარო იყოს.

როგორც სტატიის მიხედვით ირკვევა, ბატონი ბილდტი 2004-2006 წლებში ცნობილი პიარკომპანიის Kreab-ის მართვის დირექტორი გახლდათ. ამ პიარკომპანიის კლიენტთა სიაში არა მხოლოდ დიდი საწარმოები და ორგანზაიები ირიცხებიან, არამედ მსოფლიოში ცნობილი მილირადერები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები. სტატიის ავტორი წერს: "ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მათ მომსახურებას იყენებდა, საქართველოც იყო. ქვეყანა, რომელიც აშშ-ს დიდი ინტერესის საგანს წარმოადგებს ნავთობის ტრანსპორტირების საშუალების გამო." საინტერესოა, რომ ამ კომპანიასთან საქართვლოს ხელისუფლების ურთიერთობა უკავშირდება სწორედ კარლ ბილდტს, რომელსაც კომპანიიდან წამოსვლის შემედეგაც არ შეუწყვეტია სააკაშვილის მთავრობის ლობირება.

სტატიაში ვკითხულობთ: „კონტრაქტი კომპანიასთან გაფორმდა 2006 წლის შემოდგომაზე, ბილდტის დახმარებით. ამას ამ პიარკომპანიის ბრიუსელის შეფი კარლ ისაკსონი ადასტურებს:

- მართალია რომ საქართველო ბილდტის კლიენტი იყო?

- დიახ, კარლს კარგი კონტაქტები ჰქონდა საქართველოში, როცა ის კომპანიის დირექტორი იყო, მაგრამ როცა მინისტრი გახდა, მან დატოვა კომპანია.

ისაკსონის განცხადებით, მათი პიარკომპანია იყო საქართველოს „დამატებითი ხელი ბრიუსელში“: „ჩვენ ვეხმარებოდით მმართველ პარტიას ევროპელ პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში. ასევე დავეხმარეთ მათ მედიასთან ურთიერთობაში, რათა ინფორმაცია საქართველოდან მედიაში გაშუქებულიყო მათთვის მისაღებ ჭრილში და კარგი ფორმით“.

გაზეთი წერს, რომ მინისტრობის პერიოდში ბილდტმა ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტრიბუნოდან განაგრძო ახლო ურთიერთობა პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან და საქართვლოში ვიზიტით 11-ჯერ ჩავიდა: Эამ წლების განმავლობაში იყო ისეთი მოველენები, რომლებიც აჩენდა კითხვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბილდტის გადაჭარბებული სიმპატიებთან დაკავშირებით.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დიდ პოლიტიკურ მღელვარებასთან იყო დაკავშირებული და შვედეთის ელჩმა ჰანს-გუნარ ადენმა შვედეთის ხელისუფლებას აცნობა, რომ არსებობდა ეჭვები არჩევნების გაყალბების თაობაზე. თუმცა ამავდროულად, ბილდტი წერდა: „არჩევნების შედეგები არანაირად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ" და "ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება, არჩევნებისა, რომელიც გარკვეული ხარვეზების მიუხედავად აჩვენებს დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას“.

გამოთქმული ეჭვების გამო, შვედეთის ელჩი ქართული არჩევნებიდან მეორე წელს უკან გამოიწვიეს. სხვა და სხვა წყაროები იუწყებიან, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მართლაც ის იყო, რომ ბილდტი მას საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევდა.

„საინტერესოა, რომ ახალი ელჩი საქართველოში გახდა ბილდტის ყოფილი ასისტენტი“, - ვკითხულობთ სტატიაში. გაზეთმა სცადა მოეპოვებინა პასუხი კითხვაზე: არის თუ არა, ბილდტის მიერ სააკაშვილის მხარადჭერა განპირობებული ანგარებით? სტატიის დასასრულ ვკითხულობთ: „კარლ ბილდტმა ელექტრონული ფოსტით ასეთი მოკლე პასუხი გაგვცა: „მე არასოდეს მქონია ბიზნესკავშირები საქართველოსთან. ვიცი რომ არსებობენ ადამიანები, რომელებიც აქტიურად ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია!“

შეგახსენებთ, რომ შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ორიოდე კვირის წინ იმყოფებოდა საქრათველოში, მან პრეზიდენტის მამულში ყურძენიც დაწურა, რის ამსახველ ფოტსაც აქვეყნებს გაზეთი. ასევე მის სახელს დაუკავშირდა ერთი სკანდალიც: საქართველოში ყოფნისას, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ბილდტმა ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობის თაობაზე გააფრთხილა.

ახალი ამბები