კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება

8 ოქტომბერი, 2012

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 5 ოქტომბერს დიპლომატური კორპუსის წინაშე გააკეთა და სასამართლოზე  ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ის პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში არაერთხელ აისახა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ხელისუფლება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას ქვეყანაში და არ დაუშვებს რაიმე  სახის ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა წარმატებული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ქართველმა ხალხმა კი,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიას  დაუჭირა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, სადაც იგი მოსამართლის დაჯარიმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამ ადამიანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება“.

„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, წინასწარი განცხადების გაკეთება იმ საქმის შედეგებზე, რაზეც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამ სენსიტიურ და გარდამავალ პერიოდში, როცა სასამართლოებში იხილება საარჩევნო დავები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები კანონის თანახმად, თავისუფალნი არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისაგან.

„42-ე მუხლი“ მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, გადაწყვეტილებების მიღებამდე არ გააკეთონ წინასწარი განცხადებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული ზომების მიღების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს  სხვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

Nongovernmental organization
Article 42 of Constitution

Tel: (+ 995 32) 299 88 56; (+995 32) 281 04 71
Fax: (+ 995 32) 293 28 59
email: pr@article42.ge
Address: Shevchenko Str # 12, 5th floor
Tbilisi 0108, Georgia
http://www.article42.ge/

ახალი ამბები