კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა ჯანჯღავა: „უკანონობების არქიტექტორი თავის ადგილზეა და ბნელ საქმიანობას განაგრძობს“

8 ოქტომბერი, 2012

ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა აცხადებს, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ისეთმა ტიპაჟებმა, როგორებიც არიან ბაჩანა, დათა და, რაც მთავარია მიშა, კანონის წინაშე აგონ პასუხი“.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ჯანჯღავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკანონობების არქიტექტორი თავის ადგილზეა და ბნელ საქმიანობას განაგრძობს“.

„1 ოქტომბერი რომ არა, ჩვენ აქ არ შევხვდებოდით, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკანონობების არქიტექტორი ადგილზეა და ბნელ საქმიანობას განაგრძობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსამართლე, რომელმაც ასეთი უკანონი გადაწყვეტილება მიიღო, დღესაც საქმიანობას აგრძელებს და კანონის ინტერპრეტაციებს ახდენს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქში პატრულის ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები დღესაც დაძრწიან და უდანაშაულო ხალხს აპატიმრებენ. საქართველოში არსებობს ასეულობით უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დღესაც ციხეში იმყოფება!“ - აღნიშნა ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, იგი თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და პოზიციას არა როგორც შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, არამედ როგორც სამოქალაქო პირი აფიქსირებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები