კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიის მაჟორიტარი კოალიციის მონაცემებით კახი კალაძეა

9 ოქტომბერი, 2012

მარი ტაბიძე, სამტრედია

1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, სამტრედიის #18 საოლქო კომისიაში დღის 15 საათისთვის ვითარება დაიძაბა, რადგან #21 საარჩევნო უბანზე ათი დანიშნული ბიულეტენი დაფიქსირდა. საოლქო კომისიის თავჯდომარე ავთო ლომია პრობლემის გასარკვევად ადგილზე მივიდა.

„აღნიშნული ბიულეტენები ბათილად იქნა ცნობილი და ამით პრობლემა მოგვარდა. თუმცა გეტყვით, რომ ეს სტამბური ხარვეზი იყო და არა ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის დანიშვნის მცდელობა“, - განაცხადა #54 საოლქო კომისიის თავჯდომარემ.

ანალოგიური შინაარსის საჩივარი დაიწერა #18 საარჩევნო უბანზე. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი მანანა შენგელია საჩივრის წერილში წერს, რომ „სამივე რეგისტრატორის ათ ბიულეტენზე აღენიშნებოდა საეჭვო მინიშნებები (-) (.) ავტოკალმით“. აღნიშნულ უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენელი თამაზ ახობაზე მივიდა, რომელმაც განმარტა, რომ ეს შემთხვევაც სტამბური ხარვეზი იყო. თუმცა, მისი განმარტება ნაკლებ დამაჯერებელი აღმოჩნდა. საუბნო კომისიის თავჯდომარემ აღნიშნული ბიულეტენების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.

#20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ მიეცათ რეგისტრატორებზე დაკვირვების საშუალება, რადგან ოთახში ფართი არ იყო საკმარისი და რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების დადგომა ვერ მოხერხდა. „დამკვირვებლებს შეუძლიათ, ნებისმიერ სხვა ადგილზე დადგნენ და იქედან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. არ არის აუცილებელი რეგისტრატორების უკან იყვნენ განთავსებული“, - მიმართა დამკვირვებლებს #20-ე საარჩევნო უბნის თავჯდომარე ნინო ლეკვეიშვილმა.

საოლქოს თავჯდომარემ არასაკმარის ბიულეტენებზე ისაუბრა: „ზუსტი რაოდენობა არასდროს მოდიოდა, რადგან ამომრჩევლები სრულად არჩევნებზე, როგორც წესი, არ ცხადდებიან. ჩვენ 48 362 ამომრჩეველი გვყავს და მხოლოდ 44 050 ბიულეტენი და კონვერტი მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან“.

#35 საარჩევნო უბანზე დღის 3 საათისთვის მარკირების შესამოწმებელი აპარატი გაფუჭდა, რის გამოც ამომრჩეველთა ხმის მიცემის პროცესი ნახევარი საათით შეწყდა. სარეზერვო მარკირების აპარატი უბანზე არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც საოლქო კომისიის წარმომადგენელმა საარჩევნო უბანს თავად მიაწოდა აპარატი.

15 საათისთვის სამტრედიის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 48,93% დაფიქსირდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის ოფისში 2 ოქტომბრის 10 საათისთვის ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმი იყო მიტანილი. მათი შეჯამებით გაირკვა, რომ სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახი კალაძემ გაიმარჯვა.

ახალი ამბები