კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

9 ოქტომბერი, 2012

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კოალიცია „ქართული ოცნების“ თერჯოლის 49-ე საარჩევნო ოლქის წარმომადგენლის, სოფო ბუსკივაძის სარჩელი განიხილა, რომელიც 34-ე სპეციალური საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ეხება.

„ეს უბანი იმისთვის შეიქმნა, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას გარანტირებული 900 ხმა ჰქონოდა. ეს ნაწილი, ჩემი ხელმძღვანელობის დროს, სოფელ სიმონეთის სასწავლო პოლიგონათ ითვლებოდა, სადაც 12 საშტატო ერთეული იყო“, - აცხადებს პოლიგონის ყოფილი მეთაური პაატა გოგიაშვილი.

ერთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა და თერჯოლის საოლქო კომისიის შედეგები ძალაში დატოვა.

სასამართლოს მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა ბუცხრიკიძესთან დაახლოებული პირები - დასავლეთ საქართველოს ჯარების მომარაგების უფროსი ალეკო დოლაკიძე და ზესტაფონის „წყალკანალის“ დირექტორი როლანდ მესხი.

მარი ტაბიძე, იმერეთი

ახალი ამბები