კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანში არჩევნების გაყალბებას შიმშილობით აპროტესტებენ

9 ოქტომბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრები სამართალს ითხოვენ. სწორედ ასე აწერია ტრანსპარანტზე, რომლის უკანაც ორი კარავია გაშლილი.

მცირე ზომის კარვებში კოალიციის გარდაბნის შტაბის ოთხი წევრი მეექვსე დღეა, შიმშილობს.

„ქართული ოცნების“ გარდაბნის შტაბის წევრები: ტახირ შავერდოვი, დავით ბაგაევი, ზაზა ბანეთიშვილი და  ზურა ბითაშვილი ფიქრობენ, რომ მათ შიმშილობის აქციას გარდაბანში ცვლილებების მოტანა შეუძლია.

სამომგამოვლილი 46 წლის ვეტერანი დავით ბაგაევი ამბობს, რომ გარდაბანში არჩევნები სწორედ იმ შენობაში მომუშავეებმა გააყალბეს, სადაც ის ახლა თანამოაზრეებთან  ერთად შიმშილობს.

„თითქმის ყველა სოფელში კარუსელები მოაწყვეს. გაყალბებაში გამგეობის თანამშრომლები, მაღალჩინოსნები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ ჩართული. რამდენიმე უბაზე ერთი და იგივე ქალბატონები დილით სხვა ტანსაცმლით შედიოდნენ, შუადღით - სხვით.  ხელშიც მეორედ უკვე სხვა სახელისა და გვარის მოქალაქის პირადობის მოწმობები ეკავათ. ასეთი გაყალბების ათობით სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს“, - ამბობს  ბაგაევი.

შიშილობის აქციის მეორე წევრი ტახირ შავერდოვი ადგილობრივი პოლიციის მუშაობის ტენდენციაზე  გვიყვება. მისი თქმით, ამ არჩევნებზე „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ პრობაციონერთა დაშინება მოახერხა.

„გარდაბანში ახალგაზრდების 70%-ს პირობითი სასჯელი აქვს. აქ ხალხს უპრობლემდ იჭერენ, შემდეგ კი მათზე ზემოქმედების საშუალება აქვთ. ზოგს ციხეში შებრუნებით ემუქრებიან და ზოგს კიდევ სხვა გზებით.

ჩვენ ამ აქციით ვცდილობთ, შევაჩერეოთ ის უკანონობა, რაც გარდაბაში ხდება. გვინდა მთელ რიგ უბნებზე  არჩევნების შედეგების გადახედვა და ჩვენი წევრების საჩივრების გათვალისწინება“, - დასძენს ტახირ შავერდოვი.

„ქართული ოცნების“ გარდაბნელი წევრების შიმშილობით გამოხატული პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე  ჩატარებული არჩევნებია. აღნიშნულ ბაზაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ჯარისკაცებმა ხმა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატსაც მისცეს.

მოშიმშილეთა თქმით, გარდაბანში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ე.წ. უმისამართოებს.  „გარდაბნის მუნიციპალიტეტში უმისამართოებისთვის ერთი უბანი გაკეთდა და ისიც ქალაქ გარდაბანში. ცენტრიდან შორს მცხოვრებმა უმისამართოებმა ვერ შეძლეს ათობით კილომეტრის გავლა და უბანზე ხმის მიცემა. ასეთი რიგი დარღვევები იყო ყოველ ნაბიჯზე, რის შედეგადაც მივიღეთ არაობიექტური შედეგი“, - დასძენს ტახირ შავერდოვი.

ცესკოს მონცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სიით ხმათა 55.5% მიიღო, ,,ქართულმა ოცნება“-მ კი 41.29%. მაჟორიტარულ არჩევნებში კი პროცენტები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური  მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფექრიშვილი - 57.26, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე  40.4%.

ახალი ამბები