კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შსს ვეღარ გააკონტროლებს

9 ოქტომბერი, 2012

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სფეროში შემავალ „სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ საქმიანობას შსს ვეღარ გააკონტროლებს.

პრეზიდენტმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. სააგენტო მთლიანად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა.

ცნობისთვის, სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ამოცანაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.

სააგენტო თავისი ამოცანების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს პრეზიდენტი.

სააგენტო სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს:  ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას დახურული კავშირით, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით, სახელმწიფო ხელისუფლების იმ დაწესებულებებში და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ საქმისწარმოებას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც საიდუმლო, ასევე ღია ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობას, დაცულობასა და საიმედოობას; საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის დახურული კავშირით; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის აბონენტებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისით, აგრეთვე ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში – ინტერნეტით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი სახელმწიფო ორგანოს კონტროლი გადააბარა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და მისი შესაბამისი ბრძანებულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეკისრა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები