კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიაში დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაანთავისუფლეს

10 ოქტომბერი, 2012

სამტრედიაში 19 აგვისტოს დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სერგო და თემო კიღურაძეები გაათავისუფლეს.

„დაკავებამდე, ჩემთან რამდენჯერმე იმყოფებოდა სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელიც მეუბნებოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავსულიყავი და სამტრედიაში მათ მაჟორიტარ კანდიდატზე მემუშავა. ჩემგან მან მტკიცე უარი მიიღო. სწორედ უარის თქმა გახლდათ ჩემი დაკავების მიზეზიც“, - განაცხადა თემურ კიღურაძემ.

სერგო კოღურაძემ ციხეში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ღამით ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და კარზე უბრახუნებდნენ. იზოლატორში განხორციელებულ ამ ზეწოლაში ის ვინმე გიორგი ახობაძეს ადანაშაულებს.

სერგო კიღურაძე 2003-2008 წლების საქართველოს ჩემპიონია თავისუფალი სტილისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი პოლიციამ სამტრედიაში ბიძის სახლში დააკავა. დაკავების დროს სერგო კოღურაძის ოჯახის წევრები ცემეს. იმავე დღეს მისმა ნათესავებმა სამტრედიის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რა დროსაც დამატებით თემურ კიღურაძეც დააკავეს. სერგო და თემურ კიღურაძეებს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ იმავე დღეს 80-80 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები