კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაანთავისუფლეს

10 ოქტომბერი, 2012

წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 21 აგვისტოს დაკავებული „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი 9 ოქტომბერს გაანთავისუფლეს. სოსო სულავას და კობა კუბლაშვილის დაკავების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ კოორდინატორთან შელაპარაკება იყო.

„რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს მხოლოდ ვთხოვეთ, ნუ ემუქრებოდა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენს შორის არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ეს სასამართლო პროცესზე ე. წ. დაზარალებულმაც აღიარა. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ასეთი სასჯელიც არ გვეკუთვნოდა და ახლაც მხოლოდ იმიტომ გაგვათავისუფლეს, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“, - აცხადებს სოსო სულავა, რომელიც ბაღდათის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

კობა კუბლაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში იმყოფებოდა და იგი ამ სამედიცინო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

ორივე თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

კუბლაშვილის თქმით, მას დაკავებამდე ხონის ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი ლევან ბობოხიძე დაჭერით დაემუქრა.

კოალიციის აქტივისტების გათავისუფლება მოსამართლის განცხადების საფუძველზე დაჩქარდა, რომელიც არჩევნების მერე გავრცელდა. განცხადების მიხედვით, მოსამართლე განჩინების გაბათილებას ითხოვდა.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები