კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ომბუდსმენის კანდიდატურად თამარ გურჩიანი დაასახელა

11 ოქტომბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის პოსტზე საია-ს წევრის, თამარ გურჩიანის კანდიდატურა დაასახელა.

ამის შესახებ 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა გაბაცხადა.

„არასამთავრობოები, რომლებიც ვმუშაობთ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ შევჯერდით სახალხო დამცველის კანდიდატზე. გვინდა ახალი მოწვევის პარლამენტს ამ პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურა წარვუდგინოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

არასამთავრობოების განმარტებით, გურჩიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დიდი გამოცდილებისა და სამართალმცოდნეობის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის გამო შეირჩა.

თამარ გურჩიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტისადმი მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების 40-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები