კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა რეგიონებში ჩინოვნიკებს ხელფასები გაუზარდა

15 ოქტომბერი, 2012

მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს, გამგებლებს, მოადგილეებს და თვითმმართველოების ორგანოების სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტმა ხელფასები გაუზარდა.

ცვლილებების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ხელფასი 2 360 ლარიდან 2 650 ლარამდე გაიზარდა. 900–დან 1 500 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  და გამგებლის მოადგილის ანაზღაურება.

1 290 ლარს მიიღებენ სამსახურის უფროსები, საკრებულოს აპარატის უფროსები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, მანამდე მათი ხელფასი 700 ლარს შეადგენდა. 650 ლარიდან 1 050 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს კომისიების და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასები.

810 ლარს მიიღებენ გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსები, აქამდე მათი ხელფასი 500 ლარი იყო. 450–დან 790 ლარამდე გაიზარდა გამგებლის თანაშემწის და უფროსი საჯარო თანამდებობის პირის ხელფასი. 420 ლარის ნაცვლად 560 ლარს მიიღებენ უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები.

ცვლილება „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში უკვე შევიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები