კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქდმ-ს ბათუმის საკრებულოს წევრი გაემიჯნა

15 ოქტომბერი, 2012

ბათუმის საკრებულოს წევრმა ქდმ-დან, ვაჟა ვერულიძემ, 12 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ვერულიძემ განაცხადა რომ ის ქდმ-ს გაემიჯნა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება მან თვენახევრის წინ მიიღო, თუმცა, მორალური ეთიკის გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ არ გაამჟღავნა.

ვაჟა ვერულიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი: „ვინაიდან ისედაც არა ვარ იმ პოლიტიური პარტიის წევრი, რომელსაც მე წარმოვადგენ ბათუმის საკრებულოში, მივიღე გადაწყვეტილება, გავემიჯნო აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ჩემს გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არა აქვს ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და დამდგარ შედეგთან. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა პარტიულ ორგანიზაციაში განვითარებული მოვლენები და მისი ანალიზი“.

ვერულიძემ არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებში ვერ თანხმდებოდა პარტიასთან. ამ ეტაპზე ის დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება ბათუმის საკრებულოში. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში რომელიმე ძალასთან ითანამშორმლოს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები