კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

15 ოქტომბერი, 2012

ხონის რაიონის სასამართლოში წაგებული პროცესის შემდეგ 12 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სარჩელი არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ სანოძე  55-ე ოლქის სადავო მე-8 და მე-10 უბნების შემაჯამებელი ოქმები ბათილად ცნობას ითხოვდა.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია შეითავსა და ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიიღო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ humanrights.ge-სთან საუბრისას, „გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაწერა, რომ მხარეს პროცესის დაწყებამდე სრული უფლება-მოსილება აქვს, იმყოფებოდეს მოსამართლის კაბინეტში და კონსულტაციებს გადიოდეს. მეტიც, ამ სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ საქმეში ყოფილა განკარგულება ხონის 55-ე საოლქო კომისიის მიერ გამოტანილი, რომელიც დღევანდელი რიცხვით - 12 ოქტომბრით თარიღდება“.

ხონის 55-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ია კუჭუხიძის თქმით, სასამართლომ იმიტომ გამოიტანა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი საფუძველს მოკლებული იყო.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები