კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დარაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს

15 ოქტომბერი, 2012

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დარაჯი პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზურაბ წაქაძე ამ ადგილზე რამდენიმე წელი მუშაობდა.

წაქაძემ და მისმა ოჯახმა არჩევნებში თავისი პოზიცია კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირეს. თუმცა, მანამდე მას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა შესთავაზეს და პირადობის მოწმობაც გამოართვეს. მოგვიანებით, როდესაც გაიგეს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

სვირის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა წიგნაძე ამბობს, რომ სკოლაში საშტატო ცვლილებები მოხდა და განთავისუფლების მიზეზი მხოლოდ შემცირებებია.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები