კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ ოსეთში გატაცებული ტყვეები გაათავისუფლეს

16 ოქტომბერი, 2012

საჩხერის ორი მკვიდრი ამირან და ზურაბ შეყლაშვილები შეიარაღებულმა პირებმა 10 ოქტომბერს დააკავეს და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის საპატიმროში მოათავსეს. დაკავებისას ისინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

დაკავებულები 15 ოქტომბერს ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ისინი  ცხინვალის ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და დაკითხვას უწყობდნენ.

ტყვეობიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ოსურ ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ შეიარაღებული პირები სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით დაინტერესდნენ. მათ შორის, აინტერესებდათ ოჯახის წევრების ვინაობა და საკითხი - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას 2008 წლის ომში.

განთავისუფლებული ტყვეების  განცხადებით, ისინი მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ საჩხერის მჟორიტარი დეპუტატის, მანანა კობახიძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

მარი ტაბიძე, საჩხერე

ახალი ამბები