ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
16.10.2012
ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვას, 15 ოქტომბერს, ღამის 00 საათზე ჭიათურაში შუქრუთის მაღაროთა სამმართველოს თანამშრომლების გაფიცვა მოყვა. მუშები ხელფასების დროულ გაცემას, სანიტარული პირობების დაკმაყოფილებას, მაღაროში სამუშაო სპეცტანსაცმლით მომარაგებას და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვდნენ.
რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ისინი გაცილებით დაბალ ანაზრაურებას იღებდნენ, ვიდრე ეს ოფიციალურად უწყისით ეწერებოდათ.
ოდნავ მოგვიანებით, შუქრუთის მაღაროელებს სოლიდარობა პატარიძის სახელობისა და სტალინის სახელობის მაღაროს სამმართველოს თანამშრომლებმაც გამოუცხადეს.
მათი მოთხოვნებიც ანალოგიური იყო. მაღაროელები მოთხოვნების შესრულებამდე სამუშაო ადგილზე დაბრუნებას არ აპირებენ.
მათი მოთხოვნებიც ანალოგიური იყო. მაღაროელები მოთხოვნების შესრულებამდე სამუშაო ადგილზე დაბრუნებას არ აპირებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაღაროს სამმართველოს პირველ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მარი ტაბიძე, ჭიათურა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას