11:30, Wednesday, 15.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრეზიდენტმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

17.10.2012
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

„საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ  საქართველოს ორგანული  კანონის 27-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნას საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.

ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურად ჯერ კიდევ შარშან 29 დეკემბერს მიმართა და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებამდე ის საფრანგეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა.

ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ჩამორთმეული მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა. მან კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია საფრანგეთის მოქალაქის რანგში წარმართა, მანამდე კი უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

მოქალაქეობის დასაბრუნებლად ივანიშვილი სასამართლო გზით იბრძოდა, თუმცა ამ მიზანს მან სასამართლოს მეშვეობით ვერ მიაღწია. პრეზიდენტმა მას უარი უთხრა ასევე ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზეც. სპეციალურად მისთვის ნაციონალურმა მოძრაობამ გაზაფხულზე შეცვალა კონსტიტუცია, რათა მას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მიცემოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. თუმცა ივანიშვილმა, როგორც თავად უწოდებდა, ამ „უგუნური“ ცვლილებით არ ისარგებლა.

მილიარდერი პოლიტიკოსი, რომლის კოალიციამაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას საქართველოს მოქალაქის რანგში დაიკავებს.

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC