კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა შესაძლოა, პროკურატურაში იჩივლონ

17 ოქტომბერი, 2012

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ მათ ბრძოლა სამართლებრივი გზით გააგრძელონ. როგორც „თელასის“ ყოფილმა თანამშრომელმა ლევან გაგნიძემ განაცხადა, ისინი სავარაუდოდ, შეიმუშავებენ კოლექტიურ განცხადებას, რომელიც შევა პროკურატურაში.

„ჩვენ სამართლებრივი გზით ალბათ, გავაგრძელებთ ბრძოლას. დღეს ჩვენ შევიტანეთ „თელასში“ განცხადება კოლექტიური ასევე, რომლითაც მოვითხოვთ რომ მოხდეს ჩვენი აღდგენა სამსახურებში. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ ალბათ, რამდენიმე დღეში უკვე შევიტანთ კოლექტიურ განცხადებას პროკურატურაში და მოვითხოვთ, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება, თუ რის გამო გაგვათავისუფლეს სამსახურიდან და რა ძალადობას ახორციელებდა არსოშვილის მოსვლის შემდეგ „თელასის“ ხელმძღვანელობა უბრალო თანამშრომლებზე", - განაცხადა ლევან გაგნიძემ.

მისივე თქმით, გათავისუფლებულია რამდენიმე ასეული ადამიანი და ის ადამიანები, რომლებიც მართლაც პროფესიონალი კადრები არიან და მათი გათავისუფლება თელასს მხოლოდ და მხოლოდ უარესობისკენ შემოუტრიალდება.

17 ოქტომბერს სააქციო საზოგადოება „თელასის“ ოფისთან კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ და  „თელასის“ კანცელარიაში შესაბამისი განცხადებაც დატოვეს.

როგორც „თელასის“ ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ვახტანგ გოცირიძემ განაცხადა, ასობით პროფესიონალი თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი დაინიშნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები