კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მის წამებაში დათა ახალაიაც მონაწილეობდა

17 ოქტომბერი, 2012

2012 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას  განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები.

გიორგი ჩიხლაძის განმარტებით, უკანონო ქმედებებში სხვა პირებთან ერთად დათა ახალაიაც მონაწილეობდა. კერძოდ, მსჯავრდებული აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ კუდის თანამშრომლებმა მიიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც დენით აწამეს, შემდეგ კი დათა ახალაიას კაბინეტში შეიყვანეს. „დათა ახალაიამ მითხრა - კარგად მიცნობ, რისი გამკეთებელი ვარ და მოყევი, რაც იცი ოქრუაშვილის შესახებო. მე მოვუყევი, მაგრამ არ მოეწონა და გადმოვიდა ცემაზე. მცემდა ჯოხის ხელკეტით. მასთან ერთად მცემდა კიდევ ერთი პიროვნება...“  - წერს გიორგი ჩიხლაძე თავის განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, 11 ოქტომბერს, საიამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.
 
საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ასევე უზრუნველყოს მსჯავრდებულ ჩიხლაძის უსაფრთხოება.
 
მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება

წყარო: www.gyla.ge 

ახალი ამბები