კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე „აუდიტორია“, „სპეციალური რეპორტაჟი“ და „ევროპული არჩევანი“ დაიხურა

17 ოქტომბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები, რომელიც  რამდენიმე გადაცემის დახურვასა და ჟურნალისტების გათავისუფლებას უკავშირდება, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. ჟურნალისტებიც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაითხოვეს, აცხადებენ, რომ მათთვის ბუნდოვანია ის არგუმენტაცია, რაც არხის დირექტორისგან მოისმინეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა სამი გადაცემა: ეკა ხოფერიას „აუდიტორია“,  ვახო სანაიას „სპეციალური რეპორტაჟი“ და „ევროპული არჩევანი“. ასევე სამსახურიდან გათავისუფლდა თუ წამოვიდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი ნინო თოლორდავა.

გადაცემების 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიხურა. პირველი არხის ჟურნალისტის, ვახო სანაიას თქმით, მან გადაცემების დახურვის კონკრეტული მიზეზები ვერ მოსმინა.

ვახო სანაიამ მოითხოვა, გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ ფორმატი შეცვლილიყო და გადაკეთებულიყო პოლიტიკურ თოქ-შოუდ. რაც შეეხება პროექტს „ევროპული არჩევანი“, ის „ევრაზიის ფონდის თანამშრომლობის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გადიოდა ეთერში. წამყვანის დათხოვნის შემდეგ ფონდმა გადაცემის დაფინანსება შეწყვიტა.

ამის შესახებ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ 11 ოქტომბერს განხცადებაც გაავრცელა: „ფონდსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცალმხრივად, ფონდთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა სატელევიზიო პროექტის მსვლელობაში. წამყვანის გათავისუფლება/შეცვლა განსაკუთრებით გაუმართლებლად მიგვაჩნია მაშინ, როდესაც პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი დარჩა 7 გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფონდთან შეუთანხმებლად დაითხოვა გადაცემის წამყვანი, ფონდი წყვეტს პროექტის თანადაფინანსებას“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი საპასუხო განცხადებაში აღნიშნა: „კონტრაქტის თანახმად, არც მაუწყებელს და არც ევრაზიის ფონდს არ გააჩნია არანაირი პერსონალური ვალდებულება ვახო სანაიას მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის წამყვანი იყოს კონკრეტულად სანაია და შესაბამისად, პროექტის არსებობა არ არის დამოკიდებული იმაზე, წაიყვანს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემას ვახო სანაია“.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთივე ბუნდოვან ვითარებაში დაიხურა ეკა ხოფერიას „აუდიტორია“. ხოფერიამ მოითხოვა, მისი გადაცემა პირდაპირ ეთერში გასულიყო და თემატიკის თვალსაზრისით მეტი თავისუფლება ჰქონოდა. ამის პასუხად კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს პროექტი გააჩერა და მიზეზად ხოფერიას არხზე არსებული პრობლემები და რეორგანიზაცია დაუსახელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლზე აღარ მუშაობს საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი ნინო თოლორდავაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოამბის“ წამყვანმა ნინო თოლორდავამ სამსახური თავისი ნებით დატოვა: „საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დღის გამოშვების წამყვანმა, ნინო თოლორდავამ პროტესტის მოტივით, სამსახური დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფაქტის შესახებ აცხადებს, რომ ნინო თოლორდავა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილით მუშაობდა საინფორმაციო სამსახურში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მხრიდან არანაირი პროტესტი არ დაფიქსირებულა. ასეთი ვერც იქნებოდა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის საერთაშორისო მონიტორების დასკვნით, ეუთო, ევროკავშირი, „ბიბისი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას და მუშაობას ყველაზე მიუკერძოებლად და დაბალანსებულად თვლის. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გვქონდეს ჩვენი პოზიცია და შევაფასოთ ის, როგორც გარკვეული პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც ჟურნალისტმა პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტმეტრში“ (09.10.12) ნინო თოლორდავამ უარყო ინფორმაცია სამსახურის საკუთარი ნებით დატოვების შესახებ. მისი განცხადებით, მას სამსახური არ დაუტოვებია. მან მხოლოდ პროტესტი გამოთქვა იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგაც საინფორმაციო სამსახური არ იცვლიდა სარედაქციო პოლიტიკას. ამ პროტესტის საჯარო გამოხატისთვის მას, აქამდე, როგორც თავად ამბობს, გამბედაობა არ ჰყოფნიდა.

ახალი ამბები