კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძემ შეცვალა

17 ოქტომბერი, 2012

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ლაშა მაქაცარია ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ შეცვალა.

ყოფილმა გუბერნატორმა დღეს თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მანამდე კი, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და გუბერნატორობის სამწლიანი პერიოდი შეაჯამა.
ჟურნალისტებთან საუბარში მაქაცარიამ განაცხადა, რომ მისი, ისევე როგორც, "ნაციონალური მოძრაობის" მთელი გუნდის  პრინციპი არა ფულის, არამედ, საქმის კეთება იყო.

"ჩვენ არ ვიყავით ხელისუფლება, რომელიც ყოველ გაკეთებულ საქმეს კამერებით აშუქებდა, როგორც ეს ჟურნალისტებს უნდოდათ. ჩვენთვის მთავარი საქმის კეთება იყო", - აღნიშნა მაქაცარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ლაშა მაქაცარია იმერეთის გუბერნატორად 2009 წლის დეკემბერში დაინიშნა. დღეს კი, ვახტანგ ბალავაძემ იგი ოფიციალურად შეცვალა.

ვახტანგ ბალავაძე "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ერთერთი ლიდერი და 2004-2008 და 2008-2012 წლების  მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები