კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გასხვისებული პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერდა

18 ოქტომბერი, 2012
 
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია. ამის შესახებ „მაესტროს“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

ის დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ ამ შენობის გასხვისება უკვე მოხდა.

„სამწუხაროდ, უკვე მოხდა შენობის გასხვისება. თუმცა, პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა. ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ახალ შენობას, მინისტრობის კანდიდატმის განმარტებით, ქუთაისი პირადად მისთვის სათაყვანებელი ქალაქია, თუმცა ფიქრობს, რომ პარლამენტის გადატანით ამ ქალაქის განვითარება მხოლოდ „ხელოვნური ზომებით“ ხდება. 

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტრატეგიული ობიქეტების სია უნდა გადაიხედოს, რადგან არსებობს ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები