კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჭიათურას მკვდარ ქალაქად ვაქცევთ“ - განაცხადა გაფიცულმა მუშამ

18 ოქტომბერი, 2012
 
„ჩვენ ჭიათურაში ყველა გზას გადავკეტავთ და მკვდარ ქალაქად გამოვაცხადებთ“ _ განაცხადა 17 ოქტომბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამოსულმა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, მერაბ იაკობიძემ, რომელიც რამდენიმე წელია, აღნიშნულ საწარმოში მუშაობს. 

„ჯორჯიან მანგანაზის“ წარმომადგენლებმა მაღაროელებს 10 %-იანი სახელფასო დანამატი 13 %-იანი პრემიის ხარჯზე შესთავაზეს.  ამ წინადადებამ მაღაროს თანამშრომლების აღშფოთება გამოიწვია და მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მოლაპარაკების ოთახი დატოვეს. 

მათი თქმით, მიუღებელია ასეთი წინადადება და სამუშაო ადგილებსაც მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას. სანიტარული ნორმების დაცვას, სპეც-ფორმებით მომარაგებას და ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფას ითხოვენ.

სიტუაცია უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც გაფიცულმა მაღაროელებმა ადმინისტრაციული შენობის კარის შემტვრევა სცადეს. „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის მაკა კვარაცხელიას თქმით, ადმინისტრაცია გაფიცული მაღაროელებისგან შეთავაზებაზე პასუხს ელის და მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. 

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ გვერდში უდგას მაღაროელებს და მათ უფლებებს დაიცავს.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები