კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერეში ბაზრის თანამშრომლები გაიფიცნენ

18 ოქტომბერი, 2012
 
17 ოქტომბერს დილის 9 საათზე, საჩხერის აგრარული ბაზრის დირექტორს მოვაჭრეებმა და თანამშრომლებმა კაბინეტის კარი აუჭედეს. ბაზრის თანამშრომლების თქმით, 26 ივლისს აღნიშნული ბაზარი ხელისუფლებამ ჩუმად გაყიდა და ახალი ხელმძღვანელიც დანიშნა. 

თავად ბაზრის დირექტორი ნანა შამანაძე სამსახურში არ გამოჩენილა. ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები კი მოითხოვენ, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდეს  და ბაზარი ისევ მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცეს. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ახალი მფლობელი მათ დიდ გადასახადს უწესებს. ამავე დროს იგი თანამშრომლებს არც შეხვედრია.

„ეს ბაზარი გასაკეთებელია და კეთილმოსაწყობია. ჩვენ გვყავს იმის კაცი საჩხერლებს, რომელიც ამას გააკეთებს. ის ადამიანი აქამდე ამ საქმეს ისე აკეთებდა, რომ არც ევალებოდა და ახლა ევალება და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს“, - აცხადებს საჩხერის მკვიდრი მერი ბუსხრიკიძე.

მარი ტაბიძე,  საჩხერე

ახალი ამბები