კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ მოლაშვილი შვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

18 ოქტომბერი, 2012
 
თამაზ მოლაშვილი, „უფლებადამცველთა გაერთიანება“ და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თორნიკე მოლაშვილის სასწრაფოდ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ. 

როგორც თამაზ მოლაშვილმა 18 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, თორნიკე მოლაშვილს აქვს მწვავე ართრიტი და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, რისი ჩატარებაც ციხის საავადმყოფოში შეუძლებელია.

გარდა ამისა, თამაზ მოლაშვილი მიმართავს ახალ ხელისუფლებას და სთხოვს, დაჩქარებული წესით მოხდეს მისი შვილის საქმის გადახედვა, რადგან იგი უკანონო პატიმარია.

თამაზ მოლაშვილმა, ასევე, თორნიკე მოლაშვილის დაკავების დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, სანამ თორნიკე მოლაშვილს დააკავებდნენ, მასთან მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები. შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მას სთავაზობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას.

როგორც თამაზ მოლაშვილი განმარტავს, შუამავალი თავიდან იყო გურამ დონაძე. ხოლო  როდესაც თორნიკე მოლაშვილს უკვე ხელი უნდა მოეწერა სამსახურში დანიშვნის ხელშეკრულებაზე, მერაბიშვილმა უთხრა, რომ სამსახურში დანიშვნის სანაცვლოდ, სულხან მოლაშვილს სტრასბურგში შეტანილი საჩივარი უნდა გამოეტანა, რაზეც უარი მიიღო. 

როგორც თამაზ მოლაშვილი ამბობს, მისი შვილი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს და მანქანაში ნარკოტიკები ჩაუდეს.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმა, თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივნისს დააკავეს. მას მისჯილი აქვს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც თამაზ მოლაშვილი განმარტავს, მისი შვილის დაკავების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა შუამავალი გაუგზავნა, რომელიც მოლაშვილების ოჯახს სთავაზობდა, რომ როგორც კი ისინი გამოიტანდნენ სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარს, თორნიკე მოლაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.

პრესკონფერენციის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტმა, თორნიკე მოლაშვილი მოინახულა. თორნიკე მოლაშვილმა მას უთხრა, რომ აწუხებს გული და ორივე მუხლი, არის სასწრაფოდ საოპერაციო. 

ამასთან, მოლაშვილის ინფორმაციით, მამის პრესკონფერენციის შემდეგ, პატიმარს ჰქონდა შეხვედრა ციხის მთავარ ექიმ ირაკლი მურჯიკნელთან. „მურჯიკნელი დამპირდა, რომ ჩემი მოთხოვნის შესაბამისად, გადამიყვანენ ჩემს მიერ მითითებულ საავადმყოფოში და ოპერაცია ოჯახის წევრებთან შეთანხმებით გადაწყდება“, - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები