კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის რეაბილიტაციისას დაზარალებული მესაკუთრეები ქონების დაბრუნებას ითხოვენ

19 ოქტომბერი, 2012

სიღნაღის რეაბილიტაციის დროს დაზარალებული მესაკუთრეები წართმეული და იძულების შედეგად გასხვისებული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც დაზარალებულებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ქონების დაბრუნების მიზნით დავის განახლებას აპირებენ.

2007 წელს, მოქალაქეებმა გელა ბეჟაშვილმა და ბადურ მილაშვილმა სიღნაღში მდებარე უძრავი ქონება სახელმწიფოს მუქარის და ზეწოლის შედეგად აჩუქეს. მანანა თარაშვილის და თამარ ხელაშვილის ქონება კი ბიზნესმენმა ბაჩანა დავლიანიძემ, მათი თქმით, არასაბაზრო ფასად შეისყიდა.

„ქონება იძულებით მაჩუქებინეს სახელმწიფოსთვის, შვილის დაჭერით დამემუქრნენ და ჩუქების შემდეგ მაინც დაიჭირეს ჩემი შვილი, კაპიკი არ გადაუხდიათ. ქონება წამართვეს და შევარჩინო? აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი საკუთრების დაბრუნებისთვის, პარლამენტი რომ შეიკრიბება, ჯერ სპეციალურ კომისიას მივმართავ და შემდეგ ვნახოთ. ბადურ მილაშვილსაც ვესაუბრე და ვაპირებთ, რომ ერთად ვიბრძოლოთ ქონების დასაბრუნებლად. მასაც ისე წაართვეს საცხოვრებელი ფართი, რომ კაპიკი არ მიუციათ“,  – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გელა ბეჟაშვილმა, რომელსაც ბაზარი, პატარა მაღაზია და ფართი წაართვეს.

„მთავრობის დამტკიცების შემდეგ ქონების დასაბრუნებლად დავას ვაპირებ. 2007 წელს, ოქტომბერში შევიტანე პროკურატურაში საჩივარი და დღემდე ძიებაშია საქმე. ქონების სანაცვლოდ 23 500 აშშ დოლარი ჩამირიცხეს, მაშინ, როცა კვადრატული მეტრი ფართი 3 500 აშშ დოლარი ღირდა, ჩემი მაღაზია კი 47 კვადრატული მეტრი იყო. თუ ქონებას დავიბრუნებ ამ თანხას სრულად დავაბრუნებ უკან. იმედია, რომ ამ წლების განმავლობაში მოყენებული ზარალისთვის კომპენსაციასაც მოგვცემენ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ თარაშვილმა.

„ჩემი ფართი, სადაც მაღაზიას ვამუშავებდი, სულ მცირე 100 000 დოლარი მაინც ღირდა, ანგარიშზე კი 21 000 დოლარი ჩამირიცხეს. ეს თანხა ხელუხლებელი მაქვს და უკან დავაბრუნებ, როცა საკუთრებას დამიბრუნებენ“, – აღნიშნა მანანა მაჭარაშვილმა.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები