კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა 120 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ინდოელებზე გაასხვისა

19 ოქტომბერი, 2012

კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა გურჯაანის რაიონში, მდინარე ალაზნისპირას მდებარე 120 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ინდოელებზე გაასხვისა. არსებული ინფორმაციით, ყოფილ გუბერნატორს ინდოელებმა ერთ ჰექტარში 2600 აშშ დოლარი გადაუხადეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბიძინა სონღულაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო პირებისგან 4–5 წლის წინ იყიდა და ჰექტარში 800–დან ათას ლარამდე გადაიხადა. სონღულაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვა ჯერ არ დასრულებულა და არც ის იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ინდოელები. მისივე თქმით, 120 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მხოლოდ მისი საკუთრება არ არის. ყოფილმა გუბერნატორმა დანარჩენი მესაკუთრეები არ დაასახელა.

ბიძინა სონღულაშვილს მდინარე ალაზნის პირას იჯარით აქვს აღებული ასევე 500 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც მას ტბები, სამონადირეო მეურნეობა აქვს მოწყობილი და ვენახები და ხეხილის ბაღები აქვს გაშენებული.

კახეთის ყოფილი გუბერნატორის საკუთრებაშია გურჯაანის აგრარული და სამრეწველო ბაზრები, სასტუმრო კომპლექსი „რები გურჯაანი“ და ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა. ყოფილ გუბერნატორს ქონების ნაწილი დაზე და დისშვილებზე აქვს გაფორმებული.

ბიძინა სონღულაშვილი კახეთის გუბერნატორად 2002 წელს მუშაობდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები