კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა კოხრეიძე: „კერძო კომპანიები ბიუჯეტში იმაზე მეტს რიცხავდნენ ვიდრე კანონით ეკისრებოდათ“

19 ოქტომბერი, 2012

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბიზნესზე ზეწოლისა და ბიუჯეტში თანხების იძულებით ჩარიცხვის სტატისტიკაზე საუბრობს.

კახა კოხრეიძის განცხადებით, მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში კერძო კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებულია დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის დარიცხვები, რასაც ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი ივსებოდა ე.წ. შეთანხმებების შედეგად, როდესაც გადამხდელი იძულებული იყო წასულიყო გარიგებაზე, გადაეხადა იმაზე მეტი ვიდრე კანონი აკისრებდა და თავიდან აერიდებინა დამატებითი უსიამოვნებები.

როგორც კოხრეიძე ამბობს, მეწარმეთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ფარგლებში საგადასახადო დისციპლინის მომხრეა და მიაჩნია, რომ საგადასახადო სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება იქნება საჭირო.

ამასთან, ასოციაცია დადებითად აფასებს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლო გაუქმების გადაწყვეტილებას.

კახა კოხრეიძის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის კანდიდატების განცხადებებზე დაყრდნობით, მას მიაჩნია, რომ არის მზაობა დიალოგში და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში ბიზნესასოციაციები უშუალოდ იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ამ ეტაპზე ასოციაცია ვერ ხედავს რაიმე შუამავალი რგოლის არსებობის აუცილებლობას, მით უმეტეს, იმ ფორმატით, როცა ბიზნესომბუდსმენს ნიშნავდა უშუალოდ პრემიერ-მინისტრი და ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა აშკარად საეჭვო იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები