კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა

17 ოქტომბერი, 2012

ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა, ამის შესახებ შეთანხმება 16 ოქტომბერს შედგა და ტელეკომპანია „იმედმა“ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.

„იმედის“ ცნობით, ძველ და ახალ მფლობელებს შორის შეთანხმების საფუძველზე ტელეკომპანია მის პირველ მეპატრონეს დაუბრუნდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმაც გაავრცელა. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მოხარულები არიან იმით, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელებთან, ტელეკომპანიის ოჯახის გადაცემასთან დაკავშირებით. „იმედის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი“, - აღნიშნულია პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში ცვლილებები ჯერ არ არსახულა და „ტელეიმედის“ 100%-იანი წილის მფლობელი კვლავ კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“.

ამ კომპანიის 45%-იანი წილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს ეკუთვნის.  30 % -  გიორგი კორახაშვილს, 15 % კი - გიორგი მიქელაძეს.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10% კი ფლობს აშშ-ს მოქალაქე ჯოზეფ ქეი -„ტელეიმედის“ აწგარდაცვლილი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ (პატარკაციშვილი  2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა ლონდონში, საკუთარ ვილაში), ჯოზეფ კეიმ პატარკაციშვილის აქტივების, მათ შორის - „ტელეიმედის“ მართვა ხელში აიღო იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლის კანონიერება პატარკაციშვილის ოჯახმა ეჭვქვეშ დააყენა და გაყალბებულად გამოაცხადა.

ქეის წინააღმდეგ ქართულ მართლმსაჯულებაში დავა პატარკაციშვილის ოჯახმა წააგო. მათ განაცხადეს, რომ ქეი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, რადგან მისი დახმარებით ტელეკომპანის ხელში ჩაგდება სურს. დავა მოგვიანებით ნიუ-იორკის, გიბრალტარის და ლონდონის სასამართლოებში გაგრძელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ დავა  მორიგებით დასრულდა. ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა „ტელეიმედზე“, სანაცვლოდ დაიბრუნა საქართველოში არსებული სხვა აქტივები, მათ შორის - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მთაწმინდის პარკი.

Media.ge

ახალი ამბები