კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

19 ოქტომბერი, 2012

ხონის მაგისტრმა მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სარჩელი ხონის 55-ე საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე არსებულ სამართალდარღვევას ეხებოდა. კერძოდ, ამავე უბნის კომისიის თავჯდომარის ხათუნა ბახტაძის მეუღლე პაატა კაკაბაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კაკო ბობოხიძის დეიდაშვილია,  საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, დავით ჭავჭანიძის აგიტაციას ეწეოდა.

„ხმის მიცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით კომისიის თავჯდომარეს რამდენჯერმე მივმართე მაგრამ უშედეგოდ. ამის მერე დავწერე საჩივარი.  საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩემი საჩივარი დააკმაყოფილა. შემდეგ მივართე სასამართლოს, რომელმაც უკვე სარჩელი არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ხონში დავით გორდაძემ.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები