კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს

19 ოქტომბერი, 2012
უნა ბროგანი, migreurop-ის მკვლევარი   

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებებთან. სამოციოდე წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, აუცილებელი გახდა პოლიტიკური ზეწოლისა და კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანების დაცვა. ვინაიდან ომები და რეპრესია კვლავ გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით, კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვინც კონფლიქტის ზონებს ან ავტორიტარულ რეჟიმებს გაურბის. 

საქართველომ 1998 წელს მიიღო კანონი ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა იურიდიული სტატუსის დასარეგულრებლად; ასევე მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ პირებს მიანიჭოს, შეუზღუდოს ან გაუუქმოს ლტოლვილის სტატუსი. 1999 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ლტოლვილის სტატუსის შესახებ კონვენციას და 2011 წლის დეკემბერში მიიღო კანონი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ.

2010 წლის შემდეგ საქართველო თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს სთავაზობს საცხოვრებელს მარტყოფის მიმღებ ცენტრში, რომლის მშენებლობაც გაეორს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), აშშ-ს სახელმწიფო კომისიამ და ევროკომისიამ დააფინანსა. ეს არის 60-ადგილიანი ღია საცხოვრებელი ცენტრი, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 30 ადამიანს მასპინძლობს. ამ ეტაპზე მის ხარჯებს ინაწილებენ UNHCR და საქართველოს ხელისუფლება. თუმცა, მისი მიზანია, ცენტრის მართვის პასუხისმგებლობა რამდენიმე წელიწადში მთლიანად საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს. 

2012 წელს ცენტრში ცხოვრობდნენ მიგრანტები: ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, შრი-ლანკადან, ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, კამერუნიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს არის თანამედროვე, კარგად აღჭურვილი შენობა, რომელშიც ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი; ბენეფიციარებს უფლება აქვთ, დატოვონ და დაბრუდნენ ცენტრში მათი ნება-სურვილის მიხედვით; ასევე უფლება აქვთ, დასაქმდნენ და ყოველთვიური 80-ლარიანი დახმარების გარდა, ჰქონდეთ სხვა შემოსავალიც. თუმცა, ცენტრში მცხოვრები მიგრანტების უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოში მათი ცხოვრება ყოველთვის ასე კომფორტული არ იყო.

კამერუნელი რობერტი თბილისის აეროპორტშივე დააკავეს ყალბი პასპორტის გამო. მას სჭირდებოდა თავისი პირადი მონაცემების დამალვა, რათა სამშობლო დაეტოვებინა, სადაც პოლიტიკური საქმიანობისათვის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაუყოვნებლივ მოითხოვა თავშესაფრის მიცემა, ის მაინც გაასამართლეს ყალბი პასპორტის გამო. რობერტმა 6 თვე გაატარა ციხეში, ვიდრე 750 ლარს გადაიხდიდა გათავისუფლებლისთვის. საბოლოოდ მან შეძლო თავშესაფრის თხოვნის მიმართვის შევსება. მის ნაცნობს კამერუნიდან კი საერთოდ არ მისცეს საშუალება, რომ ციხიდან გასათავისუფლებლად გირაო გადაეხადა და ციხეში 7 წელი გაატარა.

თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება არის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის უფლება ისე, რომ მათ აუცილებლად არ მოეთხოვებათ შესაბამისი დოკუმენტების ქონა. ამის მიზეზია ის, რომ ადამიანები არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ან გაურბიან კონფლიქტურ ზონებს და შესაძლოა, მათ ვერ გაიარონ ნორმალური პროცედურები, რაც საჭიროა სხვა ქვეყანაში შესასვლელად. ამის გამო, ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ პიროვნებას, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია აკავებს, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ან ყალბი დოკუმენტების ქონის ბრალდებით გასამართლებამდე უნდა მიეცეს საშუალება, მოითხოვოს თავშესაფარი. ამჟამად საქართველოში ამ უფლებას იშვიათად იცავენ, ვინაიდან მარტყოფის თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას 6 თვე ან უფრო მეტი დრო გატარებული აქვთ ციხეში, ვიდრე ისინი შესძლებდნენ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით განაცხადის გაკეთებას.

ერთი მხრივ, მარტყოფის ცენტრი კარგი მაგალითია ევროპისთვის (სადაც თავშესაფრის მაძიებლებს უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე ათავსებენ ღია ტიპის თავშესაფარში), როგორ შეიძლება შესთავაზო თავშესაფრის მაძიებლებს მათი უფლებების დაცვა და პატივისცემა. თუმცა, გადაჭარბებულად მკაცრი სასჯელი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ქმნის ტრაგიკურ სიტუაციას, როდესაც პოტენციურად უდანაშაულო ადამიანები ხვდებიან ციხეში და ზოგჯერ იქ მრავალ წელსაც ატარებენ ისე, რომ თავშესაფრის მოთხოვნის საშუალებაც არ ეძლევათ.

ახალი ამბები