კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია გვიჩიანი: „ჩემი დაკავებით უნდოდათ, გირგვლიანის მკვლელობის ფაქტიდან საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გადაეტანათ“

23 ოქტომბერი, 2012

საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის ფარგლებში „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც გვიჩიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მას უვადო პატიმრობა უკანონოდ აქვს მისჯილი, ამიტომ იუსტიციის ახალი მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან მისი საქმის პირველ რიგში გადახედვას ითხოვს.

„უდანაშაულო ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა მაქვს მისჯილი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებით. ეს ჩვენებაც ათჯერ არის შეცვლილი, წინააღმდეგობრივია და თავისი არსით არის დაუშვებელი მტკიცებულება. პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროდან გამოგზავნილი დნმ-ის პასუხი დამალა, რაც ასევე ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებს. სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტები არაკომპეტენტურად ჩათვალა და განაჩენში დაწერა, რომ ძვალი თავისი ბუნებით იწელება და იკუმშება და ამიტომ ტყვიამ შეიძლება დატოვოს თავის ზომაზე უფრო ვიწრო ჭრილობა“, - განაცხადა გია გვიჩიანმა.

მისივე განმარტებით, საუბარია ნიკა ლომინაძის ჭრილობაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით „მაკაროვის“ ტიპის იარაღით არის მიყენებული, თუმცა „მაკაროვს“ ბევრად დიდი ჭრილობა უნდა მიეყენებინა ლომინაძისთვის, ვიდრე მას აღენიშნებოდა. ამასთან, როგორც გვიჩიანი აღნიშნავს, უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელ ნიკა ჩემიას აქვს უტყუარი ალიბი, რითაც ასევე მისი უდანაშაულობა მტკიცდება და სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლომ ადვოკატები გამოაძევა პროცესიდან და იგი დაცვის გარეშე გაასამართლა.

„უკვე მეშვიდე წელია, უკანონოდ ვიმყოფები საპყრობილეში. არ მგონია ასეთი დიდი ხნის უკანონო პატიმარი იმყოფებოდეს ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემაში. იუსტიციის ახალი მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან ვითხოვ ჩემი საქმის პირველ რიგში გადახედვას“, - განაცხადა გია გვიჩიანმა.

მისივე თქმით, ის ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარია. „მე ვარ მერაბიშვილის პირადი პატიმარი. დამაკავეს იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტიდან საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გადაეტანათ“, - განაცხადა გია გვიჩიანმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები