კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მღვიმევის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

23 ოქტომბერი, 2012

22 ოქტომბერს ჭიათურის რაიონის სოფელ მღვიმევის მოსახლეობამ მანგანუმის კარიერისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მიმდინარეობს, ინდმეწარმეების ნაწილმა მუშაობა არ შეწყვიტა და მანგანუმის მოპოვებას განაგრძობენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქიდან დიდი ოდენობით მადნის გატანა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.  ადგილობრივების გაღიზიანება სწორებ ამ ფაქტმა გამოიწვია. „როცა ქალაქი თითქმის პარალიზებულია და მაღაროელები ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის პროტესტს განაგრძობენ, ცალკეული ადამიანები საკუთარი გამდიდრებისთვის მაინც იბრძვიან“, - აცხადებენ ისინი.

სოფლის მაცხოვრებლები აგრეთვე იმ მძიმე ეკოლოგიური ვითარების შეცვლას ითხოვდნენ, რასაც მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება ქმნის.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები